რა უნდა ვიცოდეთ კიბერუსაფრთხოებაზე

28-29 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა კიბერუსაფრთხოების კურსი მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

კურსს უძღვებოდა ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი.