ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო
2019 წლის ოქტომბრიდან, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ენის სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაიწყო ქართული ენის შემსწავლელი კურსები. კურსი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.