პროექტის „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“ ფარგლებში, აშშ-ში სასწავლო ვიზიტი განხორციელდა
10-14 ივლისს, პროექტის „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“ ფარგლებში, აშშ-ში სასწავლო ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირებმა, რომლებიც მოიაზრებიან ეკონომიკური დიპლომატიის სასწავლო კურსის პოტენციურ ტრენერებად. ვიზიტში ასევე მონაწილეობდა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინე დახუნდარიძე.
ვაშინგტონში ვიზიტისას მონაწილეები დაესწრნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტიტუტში ამერიკელი დიპლომატებისთვის ჩატარებულ სპეციალურ კურსს – Commercial Statecraft Course; ასევე შეხვედრები გამართეს აშშ-ს კომერციის დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოს CLDP-ის წარმომადგენლებთან; გარდა ამისა, ესტუმრნენ, ამერიკულ კვლევით ცენტრებს – The Heritage Foundation და Wilson Center და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას.
პროექტი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მიმდინარეობს. მისი მიზანია დიპლომატიური ინსტიტუტის შესაძლებლობების გაძლიერება და ქართველი დიპლომატების პროფესიული განვითარება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური განზომილების ფარგლებში საქართველოს და აშშ-ს შორის თანაშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.