პროექტი – „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ დიპლომატიურმა ინსტიტუტმა დაიწყო პროექტი „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“, რომელიც პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია დიპლომატიური ინსტიტუტის შესაძლებლობების გაძლიერება და ქართველი დიპლომატების პროფესიული განვითარება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური განზომილების ფარგლებში საქართველოს და აშშ-ს შორის თანაშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.

საჭიროებების კვლევის საფუძველზე შეიქმნა კურიკულუმები ეკონომიკური დიპლომატიის კურსის სხვადასხვა თემატური ბლოკისთვის, რომლებიც, საგნობრივ მოდულებთან ერთად, მოიცავს დიპლომატისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების ტრენინგებსაც.

პროექტის ფარგლებში მაისში დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში გამოცდილი დიპლომატები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სასწავლო ვიზიტს აშშ-ში, ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის სწავლების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.