სიახლეები
დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი რიგით მესამე კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”
23 მაისს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი რიგით მესამე კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები,” რომლის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება და უწყებებს შორის კოორდინირებული, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.
ლევან იზორიას წიგნის “თავისუფლება – პროცესი თავისუფლებისთვის” პრეზენტაცია
20 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას წიგნის „თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ პრეზენტაცია.
საქართველო – გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ჰანს – დირიხ გენშერის ვიზიტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
2022 წლის 13 აპრილს აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს 13 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტისა და Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი ორგანიზებით
ონლაინ პრეზენტაცია თემაზე “სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში (ინდექსები, რეიტინგები)”
12 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ, მამუკა ციხელაშვილმა და პროგრამების კოორდინატორმა ნუკრი თავაძემ წარადგინეს მათ მიერ მომზადებული ანალიტიკური პუბლიკაცია "სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში (ინდექსები, რეიტინგები)".
ონლაინ შეხვედრა ტურისტული გიდებისთვის
5 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ტურისტული გიდებისთვის.
დაიწყო ოთხ დღიანი სემინარების სერია – “ციფრული დიპლომატია”
28 მარტს დაიწყო დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ოთხ დღიანი სემინარების სერია - „ციფრული დიპლომატია.”
შეხვედრა თემაზე „რეგიონული თანამშრომლობა და ნდობის აღდგენა სამხრეთ კავკასიაში“
28 თებერვალს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და LINKS Europe-ის თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა თემაზე „რეგიონული თანამშრომლობა და ნდობის აღდგენა სამხრეთ კავკასიაში“.
გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე “სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინდუსტრია – შესაძლებლობები და პერსპექტივები”.
11 თებერვალს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე "სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინდუსტრია - შესაძლებლობები და პერსპექტივები''. ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ და მამუკა ციხელაშვილმა წარმოადგინეს რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალი და კონკრეტული რეკომენდაციები.