სიახლეები
შეხვედრა ჯორჯიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
10 ივლისს დიპლომატიურმა ინსტიტუტმა ჯორჯიის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრის, ელჩის, ზურაბ დვალიშვილის ლექცია სომხეთის დიპლომატიურ სკოლაში
4 ივლისს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ზურაბ დვალიშვილმა, სომხეთის დიპლომატიური სკოლის მოწვევით, ქ. ერევანში, წაიკითხა ლექცია პროგრამის - „სამხრეთ კავკასია: რეალიები, გამოწვევები და პერსპექტივები“ - ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილი იყო დიპლომატებისთვის ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან.
კულტურული დიპლომატიის ვორკშოპი
“როგორ შეიძლება კულტურის პოპულარიზაციამ ხელი შეუწყოს ეფექტურ დიპლომატიურ საქმიანობას" - ამ შეკითხვაზე იყო ფოკუსირებული კულტურული დიპლომატიის ვორკშოპი, რომელიც 4 ივლისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა დიპლომატიურ ინსტიტუტში.
ელჩის, ბექა დვალის ლექცია
3 ივლისს დიპლომატების პროგრამის მონაწილეებს ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბექა დვალი შეხვდა და საკუთარი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა.
ვორკშოპი პროფესიული პორტფოლიოს შესახებ
3 ივლისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ვორკშოპი, რომელიც დაეთმო პროგრამის შეფასების მეთოდის - პროფესიული პორტფოლიოს ცალკეული კომპონენტების განხილვას და მათ მომზადებასთან დაკავშირებით პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას.
ლექცია თემაზე ,,ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“
1 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.
დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ვორკშოპი
26 და 28 ივნისს დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეებისთვის ჩატარდა დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ვორკშოპი.
ტრენინგი თემაზე ,,მოლაპარაკებების ხელოვნება“
18-24 ივნისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მოლაპარაკებების ხელოვნება“, რომელსაც უძღვებოდა ტარიელ სიხარულიძე, ტრენერი, მედიატორი და სერტიფიცირებული ქოუჩი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
პრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის ვორკშოპი
10, 12 და 14 ივნისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, პრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის ვორკშოპი ჩატარდა, რომელსაც კომუნიკაციების სპეციალისტი, ნატა ასათიანი უძღვებოდა.