ონლაინ ტრენინგი საერთაშორისო მოლაპარაკებების თემაზე

27-28 მარტს, პროექტის „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“ ფარგლებში, საერთაშორისო მოლაპარაკებების თემაზე ონლაინ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ მოწვეული ტრენერი, ტარიელ სიხარულიძე უძღვებოდა.

ტრენინგს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტს დიპლომატიური ინსტიტუტი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებს.