ონლაინ შეხვედრა ტურისტული გიდებისთვის
5 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ტურისტული გიდებისთვის. ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა გიორგი ყარალაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: „გზამკვლევი ტურისტული გიდებისთვის“.
აღნიშნული გზამკვლევი მომზადდა დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ.
მონაწილეებს მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა 80-ზე მეტი ტურისტული გიდი.