ონლაინ ლექცია საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავთან დაკავშირებით
25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის თავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, მათ ისტორიულ და პოლიტიკურ გავლენასა და საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატები.