ონლაინ ლექცია – ,,საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარება“

23 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ონლაინ ლექციის ფარგლებში, დავით მირცხულავამ, ექსპერტმა ენერგეტიკის საკითხებში, ისაუბრა ,,საქართველოს ენერგეტიკის მდგრად განვითარებაზე“. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში მყოფი ქართველი დიპლომატები.

მომხსენებელი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე; განახლებადი ენერგიის წყაროები (ჰიდრო, ქარი, მზე), მათი როლი საქართველოში ენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დღეს და 2030 წლისათვის; რას ნიშნავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სხვა.