ონლაინ კურსი „საჯარო და ციფრული დიპლომატია“

13 და 15 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ კურსი „საჯარო და ციფრული დიპლომატია“, რომელსაც უძღვებოდა ტაავი ტოომი, ესტონელი დიპლომატი და ყოფილი ჟურნალისტი.

კურსის ფარგლებში, განხილულ იქნა ესტონეთის წარმატებული გამოცდილება საჯარო და ციფრული დიპლომატიის დარგში, ასევე სხვა ქვეყნის მაგალითები, რომლებიც ადასტურებენ ეფექტური საკომუნიკაციო პოლიტიკის მნიშვნელობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და შესაბამისი მიზნების განხორციელებისთვის.

პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.