ონლაინ კურსი – ,,მოლაპარაკებები ევროკავშირში“
10-11 დეკემბერს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის თანაშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ კურსი – ,,მოლაპარაკებები ევროკავშირში“, რომელსაც უძღვებოდა მაიკლ რობერტსი, ბრიტანელი ექსპერტი ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. კურსი მიზანად ისახავდა ქართველი დიპლომატების ცოდნის გაღრმავებას ევროკავშირში მოლაპარაკებების შესახებ, საქართველოსთვის სასურველი შედეგების მისაღწევად. კურსი ჩატარდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.