ონლაინ კურსი – “დიპლომატიის პრაქტიკული ასპექტები”
17 დეკემბერს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ კურსი “დიპლომატიის პრაქტიკული ასპექტები”, რომელიც წაიკითხა პოლ ბერგმა, ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები.