მოდული დიპლომატიური წერითი კომუნიკაციის შესახებ
დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მოდული დიპლომატიური წერითი კომუნიკაციის შესახებ, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, გამოცდილი დიპლომატი, ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი უძღვებოდა.
ვორკშოპი მიზანად ისახავდა, მონაწილეებში კორესპონდენციის ეფექტურად წარმოების უნარების განვითარებას დიპლომატიური სამსახურის კონტექსტში. მონაწილეები გაეცნენ ტიპიური დიპლომატიური დოკუმენტების წარმოების წესებს და შეისწავლეს მათი ეფექტურად წერის ტექნიკები. მათ ასევე საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ რეალურ მაგალიღებს და თავად შეექმნათ ტიპიური დოკუმენტები.