მემორანდუმი შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბანდარანაიკეს სახელობის საერთაშორისო დიპლომატიურ სასწავლო ინსტიტუტთან
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბანდარანაიკეს სახელობის საერთაშორისო დიპლომატიურ სასწავლო ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის სახელით, დოკუმენტს ხელი მოაწერა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ მანგოშვილმა, შრი-ლანკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბანდარანაიკეს სახელობის საერთაშორისო დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტის სახელით კი – საქართველოში შრი-ლანკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სარანია ჰასანტი ურუგოდავატე დისანაიაკემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაძლიერებას დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ექსპერტთა გაცვლის, ასევე ერთობლივი კვლევითი თუ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით.