ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სომხეთის დიპლომატიურ აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

22 ივნისს საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ირინე დახუნდარიძესა და სომხეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორს, ელჩ ვაჰე გაბრიელიანს შორის. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სომხეთის დიპლომატიურ სკოლას შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, საქართველოს და სომხეთის ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები.