ლექცია თემაზე ,,ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“

1 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით რეგულირებული ის მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა, რომელთა ცოდნა და პრაქტიკაში გათვალისწინება აუცილებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნული და გრძელვადიანი როტაციის წესით მივლენილი დიპლომატიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.