ლექცია თემაზე “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“
24 მაისს დიპლომატიურ ინსტიტუტში ჩატარდა ლექცია თემაზე “საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“, რომელიც წაიკითხა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში, ონისიმე ცხომელიძემ.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობაზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებზე და თანამედროვე გამოწვევებზე.
ლექციას ესრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის დამწყები დიპლომატების მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეები.