ლექცია თემაზე „ბირთვული განიარაღების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების შემდეგ – წარსულის გაკვეთილები და შესაძლო გზები მომავლისკენ ფინეთის და შვედეთისთვის“
დღეს დიპლომატიურ ინსტიტუტში სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომას იონტერმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ბირთვული განიარაღების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების შემდეგ – წარსულის გაკვეთილები და შესაძლო გზები მომავლისკენ ფინეთის და შვედეთისთვის“.
ლექციის ფარგლებში ტომას იონტერმა მიმოიხილა ფინეთისა და შვედეთის ნეიტრალიტეტისა და ბირთვული განიარაღების პოლიტიკის ისტორიული განზომილება და აღნიშნული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობები ნატოში გაწევრიანების შემდეგ.
ლექციის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.