ლექცია თავდაცვის ატაშეების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში

18 აპრილს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებმა, მიხეილ უკლებამ და გიორგი ყარალაშვილმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ ორგანიზებული თავდაცვის ატაშეების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს ლექციები შემდეგ თემებზე: ქართული დიპლომატიის ისტორია, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის სპეციფიკა, დიპლომატიური საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის ატაშეების პროფესიულ მომზადებას საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად.