ლექცია სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტებისთვის

2024 წლის 11 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრანტებისთვის საპატიო სტუმრის რანგში სალექციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებელმა ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპების, არსებული პრიორიტეტებისა და გამოწვევების თაობაზე.

“საპატიო სტუმრის პროგრამა” თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტია და ითვალისწინებს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ მაგისტრანტთა ცოდნის გაღრმავების მიზნით.