ლექცია სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის
7 ნოემბერს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ჩატარდა ლექცია თემაზე: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ“.
ლექცია წაიკითხა ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამმართველოს III მდივანმა, მერი ჯანგავაძემ.
ლექციას დაესწრნენ, თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.