ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

18 ოქტომბერს, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა მიმოიხილა ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორიის საკვანძო მომენტები და სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება. ლექციის დასასრულს მიხეილ უკლებამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.