ლექცია გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თემაზე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სტუდენტებისთვის
18 ოქტომბერს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სტუდენტებისთვის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ლექცია ჩაატარა.
ღონისძიება უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, მაია მანჩხაშვილის, მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. სტუდენტებს ასევე მიესალმა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინე დახუნდარიძე, რომელმაც მსმენელებს ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ლექციის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა. შეხვედრა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში.
ლექციის დასრულების შემდეგ, გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტსა და სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის. მემორანდუმი ხელს შეუწყობს SANGU-სა და დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.