კურსი – „კიბერ დიპლომატია“
29 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, დიპლომატიური ინსტიტუტისა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ კურსი კიბერ დიპლომატიის თემაზე, რომელსაც უძღვებოდნენ კლინგენდაელის ინსტიტუტის ექსპერტები. ტრენინგს ქართველ დიპლომატებთან ერთად ესწრებოდა ანდრია გოცირიძე, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელი, რომელმაც კურსის დასკვნით ნაწილში ისაუბრა საქართველოს პოლიტიკასა და სტრატეგიაზე კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით.
კურსის მიზანი იყო ქართველი დიპლომატების პროფესიული უნარების გაძლიერება კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე მათი ცოდნის განმტკიცება დიპლომატიურ პრაქტიკასა და არსებითი პოლიტიკის საკითხებზე კიბერ უსაფრთხოების სფეროში.