კურსი ,,დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა“
6-27 ნოემბერს, დიპლომატიურ ინსტიტუტში ჩატარდა კურსი ,,დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა“, რომელსაც უძღვებოდა კახი ქენქაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის საერთაშორისო საქმეების ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი.
კურსი მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური კურსების გაცნობას, როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე ჭრილში.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.