კულტურული დიპლომატიის ვორკშოპი
“როგორ შეიძლება კულტურის პოპულარიზაციამ ხელი შეუწყოს ეფექტურ დიპლომატიურ საქმიანობას” – ამ შეკითხვაზე იყო ფოკუსირებული კულტურული დიპლომატიის ვორკშოპი, რომელიც 4 ივლისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა დიპლომატიურ ინსტიტუტში. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ კულტურული დიპლომატიის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოცდილებას, რაზეც ამომწურავად ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კანდელაკმა. ვორკშოპის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნორვეგიის სამეფოში (2018-2022 წლებში), მაია ყიფშიძეს, რომელმაც მათ კულტურული დიპლომატიის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.