კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ლექცია
17 მარტს, დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების პროგრამის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ოთარ ბერძენიშვილს ვუმასპინძლეთ. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა პროგრამის მონაწილეებს პროფესიული რეკომენდაციები და სამინისტროში მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გაუზიარა.