,,ჯეოქეისთან“ თანამშრომლობის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა

15 ივნისს, დიპლომატიურ ინსტიტუტსა და ანალიტიკურ ორგანიზაცია ,,ჯეოქეისს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი ერთობლივი სასწავლო ღონისძიება გაიმართა. ჯეოქეისის სატრენინგო კურსის სტუდენტებს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი მიხეილ უკლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დიპლომატიურ კონტექსტსა და მნიშვნელოვან დეტალებზე ესაუბრა.