გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე “სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინდუსტრია – შესაძლებლობები და პერსპექტივები”.
11 თებერვალს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე “სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინდუსტრია – შესაძლებლობები და პერსპექტივები”. ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ და მამუკა ციხელაშვილმა წარმოადგინეს რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალი და კონკრეტული რეკომენდაციები.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული ასოციაციების წარმომადგენლებმა.
მონაწილეებს მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მერაბ ანთაძემ.