გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე “Wider Black Sea Region Security in the Context Of Global And European Challenges”
12 ნოემბერს დიპლომატიური ინსტიტუტისა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე „Wider Black Sea Region Security in the Context Of Global And European Challenges”.
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ რუმინეთის კონფლიქტოლოგიის ცენტრის დირექტორი, იულიან კიფუ და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი. შეხვედრას მოდერატორობა გაუწია უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ.