გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე „სამხრეთ კავკასია და მისი შესაძლებლობები სატრასნპორტო-ლოგისტიკური დერეფნების განვითარების ჭრილში“

2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ დისკუსია თემაზე “სამხრეთ კავკასია და მისი შესაძლებლობები სატრასნპორტო-ლოგისტიკური დერეფნების განვითარების ჭრილში”. დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ და მამუკა ციხელაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამისი ტრანსპორტის დარგების წარმომადგენლებმა.

ონლაინ დისკუსიას მოდერატორობა გაუწია დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მერაბ ანთაძემ.