ეუთო-ს აკადემიის ყოფილი დირექტორის, ქეით უოკერის ონლაინ ვორკშოპი კულტურული დიპლომატიის თემაზე
დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ეუთო-ს აკადემიის ყოფილმა დირექტორმა, ქეით უოკერმა კულტურული დიპლომატიის თემაზე ვორკშოპი ჩაატარა. ვორკშოპი დაეთმო კულტურული დიპლომატიის გამოყენების პრაქტიკული მაგალითების განხილვას საგარეო პოლიტიკაში და წარმატებული კულტურული დიპლომატიის წარმოებისთვის აუცილებელი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაანალიზებას.