ელჩის, ბექა დვალის ლექცია

3 ივლისს დიპლომატების პროგრამის მონაწილეებს ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბექა დვალი შეხვდა და საკუთარი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა. მან ვრცლად ისაუბრა იმ ძირითად კომპეტენციებზე, რომლებიც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში ეფექტიანად მუშაობისთვის და წარმატებული დიპლომატიური კარიერისთვის. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და ქვეყნის ინტერესების დაცვის ეფექტურ ინსტრუმენტებზე.