ეკონომიკური დიპლომატიის ვორკშოპი
რა უნდა იცოდეს დიპლომატმა ეფექტური ეკონომიკური დიპლომატიის წარმოებისთვის? ამ თემას ეხებოდა ორდღიანი ვორკშოპი, რომელიც 9 და 11 ოქტომბერს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა დიპლომატიურ ინსტიტუტში.
მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის სამოქმედო გეგმასა და ინსტრუმენტებს, საქართველოს მაკროეკონომიკურ მონაცემებს, საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობებს, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს და ეკონომიკური დიპლომატიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ტრენინგს უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ნოშრევან ლომთათიძე, მოადგილეები, ბექა ჩხეიძე და სალომე იმნაძე და ამავე დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი, ანა სიაშვილი.