ეკონომიკური დიპლომატიის ვორკშოპი

11-12 ივლისს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის ვორკშოპი ჩატარდა.

მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის სამოქმედო გეგმასა და ინსტრუმენტებს, საქართველოს მაკროეკონომიკურ მონაცემებს, საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობებს, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს და ეკონომიკური დიპლომატიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ტრენინგს უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ბექა ჩხეიძე, ამავე დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი, ანა სიაშვილი, მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, აკაკი ლომიძე და სსიპ-ის ,,აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის დირექტორი, ნიკა მამუკელაშვილი.