ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის ონლაინ კურსი

პროექტის „დიპლომატთა კვალიფიკაციის ამაღლება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის მიმართულებით“ ფარგლებში, ჩატარდა ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის ონლაინ კურსი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი, ბექა ჩხეიძე, დირექტორის მოადგილე, სალომე იმნაძე, აღნიშნული დეპარტამენტის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი, ანა სიაშვილი და პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ მოწვეული შემდეგი ტრენერები უძღვებოდნენ:

გვანცა მელაძე – თემა: ექსპორტის განვითარების ძირითადი პრინციპები

ნიკოლოზ გოგილიძე – თემა: ინტელექტუალური საკუთრება

ნინო ჯავახაძე – თემა: ეკონომიკური ანალიზი და ბაზრის შეფასება

მარიამ გოცირიძე – თემა: ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა

კურსს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტს დიპლომატიური ინსტიტუტი პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.