დიპლომატიურმა ინსტიტუტმა უნგრელ სტუდენტებს უმასპინძლა
21 ნოემბერს, დიპლომატიურმა ინსტიტუტმა უნგრელ სტუდენტებს უმასპინძლა.
სტუდენტებს ინსტიტუტის დირექტორი, ირინა დახუნდარიძე მიესალმა და დიპლომატიური ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრა პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც მოდერატორობა ირინა დახუნდარიძემ გაუწია.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის აღმოსაველთ ევროპის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ჩოხელმა საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები მიმოიხილა. პოლიტიკური დეპარტემენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო ბერიკაშვილმა უნგრელ სტუდენტებს საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის ძირითადი ასპექტები გააცნო. უკანასკნელი პანელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს დაეთმო, რომელიც ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მარიკა ლალიაშვილმა მიმოიხილა.
შეხვედრის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.