დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ვორკშოპი
26 და 28 ივნისს დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეებისთვის ჩატარდა დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ვორკშოპი.
ვორკშოპს უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა ვასაძე.
ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის სხვადასხვა ასპექტებს და მათ მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე გაემდიდრებინათ თავიანთი ცოდნა ახალი უნარებით აღნიშნულ სფეროში და მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც მათ დაეხმარება პროფესიულ გარემოში საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში.