დიპლომატიური ინსტიტუტისა და LINKS Europe-ის ერთობლივი სემინარი „რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებისთვის”

2021 წლის 1 ოქტომბერს, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“, ჩატარდა დიპლომატიური ინსტიტუტისა და LINKS Europe-ის ერთობლივი სემინარი „რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებისთვის“.

სემინარის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები რეგიონული თანამშრომლობის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკვალებასა და სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენების გზების შესახებ.

აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული  „სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის“ კონტექსტშიც, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის განმტკიცებას.

სემინარის მომხსენებლებსა და მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, TRACECA-ს მუდმივი სამდივნოს გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აკადემიური წრეებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.