დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრის, ელჩის, ზურაბ დვალიშვილის ლექცია სომხეთის დიპლომატიურ სკოლაში

4 ივლისს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ზურაბ დვალიშვილმა, სომხეთის დიპლომატიური სკოლის მოწვევით, ქ. ერევანში, წაიკითხა ლექცია პროგრამის – „სამხრეთ კავკასია: რეალიები, გამოწვევები და პერსპექტივები“ – ფარგლებში. პროგრამა განკუთვნილი იყო დიპლომატებისთვის ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებიდან.

ლექცია დაეთმო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივის მიმოხილვას.