დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრებს, ელჩებს მიხეილ უკლებასა და მერაბ ანთაძეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სულხან საბა ორბელიანის უწყებრივი ჯილდო გადაეცათ
დიპლომატიური ინსტიტუტი ულოცავს ჩვენი გუნდის მკვლევარებს, ელჩებს მიხეილ უკლებასა და მერაბ ანთაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სულხან საბა ორბელიანის უწყებრივი ჯილდოს გადაცემას.
მიხეილ უკლებას უწყებრივი ჯილდო გადაეცა საქართველოს დიპლომატიური სამსახურში ხანგრძლივი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრების, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის სათავეებთან დგომისა და ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობის პერიოდში ეროვნული ინტერესების გატარებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებაში გაწეული ძალისხმევისთვის.
მერაბ ანთაძეს უწყებრივი ჯილდო გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საქართველოს დიპლომატიური სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმატებული პოზიციონირებისთვის, შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.