ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლობითი კვლევის პრეზენტაცია
11 თებერვალს, დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლობითი კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვა ლაშა ტუღუში, ორგანიზაცია ,,ლიბერალური აკადემია თბილისის“ ხელმძღვანელი და მკვლევარი. აღნიშნული კვლევის შედეგები გვიჩვენებს რეგიონის ეთნიკური თვითიდენტობების ფლუიდურ დინამიკას და ჯგუფებს შორის არსებულ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებას. გარდა ამისა, გამოკვლეულია კონსერვატიული განწყობა, საგარეო პოლიტიკური პრეფერენციები და დამოკიდებულება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ ორი ეთნიკური ჯგუფის, ქართველებისა და აზერბაიჯანელების, ჭრილში.