დიპლომატიურ ინსტიტუტში დამწყები დიპლომატების პროგრამა დაიწყო
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ, გაუზიარა მოსამზადებელი პროგრამის მიზნები და ამოცანები და მოისმინა მონაწილეთა მოლოდინები პროგრამასთან დაკავშირებით.
ვორკშოპი, რომელსაც ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების სპეციალისტები, მაკა მაღრაძე და ქეთევან სხილაძე უძღვებოდნენ, პროგრამის, მისი სწავლის შედეგების და შეფასების სისტემის განხილვას დაეთმო.
დამწყები დიპლომატების პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთათვის იმ პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, რომელიც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისა და კარიერული წისვლისთვის.