დიპლომატიურ ინსტიტუტში დამწყები დიპლომატების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ დიპლომატიურ ინსტიტუტში დამწყები დიპლომატების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო.

პროგრამა ვენის დიპლომატიური აკადემიის ტრენერის, ქეით უოკერის ვორკშოპით გაიხსნა, რომელიც დიპლომატის პროფესიული კომპეტენციებისა და ღირებულებების განხილვას დაეთმო.

მონაწილეები ასევე გაეცნენ შეფასების ახალ მეთოდს – პროფესიულ პორტფოლიოს, მისი შედგენის წესსა და მნიშვნელობას პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო მიზნებთან მიმართებაში.

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის იმ  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისა და კარიერული წინსვლისთვის.