დიპლომატიურ ინსტიტუტში ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია”

17 ნოემბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია”.

ლექციას უძღვებოდნენ დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ნელი შიოლაშვილი.