დიპლომატიურ ინსტიტუტსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დევაუონგსე ვაროპაკარნის საგარეო საქმეთა ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
23 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დევაუონგსე ვაროპაკარნის საგარეო საქმეთა ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ და დევაუონგსე ვაროპაკარნის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა, თითიპორნ ქირასავადიმ (Thitiporn Chirasawadi).
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტებს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, სასწავლო და კვლევითი პროგრამების გაზიარების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლისა თუ ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.
მემორანდუმს ტაილანდის სამეფოში, ქ. ბანგკოკში, მოეწერა ხელი, საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდის ფარგლებში, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე ურთიერთგაგების გაღრმავებას ისახავს მიზნად.