დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
დამწყები დიპლომატების პროგრამა 2023 წლის 3 მაისს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 15 ვორკშოპი, 4 სასწავლო მოდული და 3 თემატური შეხვედრა.
პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა მომზადებას და მათთვის იმ დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი შემდგომი საქმიანობისათვის.