დასრულდა საჯარო მოხელეების კურსი – „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“

17 ნოემბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში დასრულდა სპეციალური კურსი საჯარო მოხელეებისათვის – „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“.

კურსის განმავლობაში გაიმართა 20 თემატური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და არსებული საერთაშორისო გამოწვევების შესახებ, განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი ასპექტები და კურსის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის მიმართულებით.

კურსი 6-დან 17 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღო 9 სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულმა 14-მა საჯარო მოხელემ.