დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსკულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამა

7 ნოემბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში დაიწყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსკულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამა. პირველ შეხვედრაზე, მონაწილეებს მიესალმნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ელენე ჯიბლაძე.

პროგრამის მიზანია როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნი ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნით მინაწილეთა პროფესიული გადამზადება და მათთვის დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

პროგრამის პირველი სესია ჩაატარა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ირმა ქევხიშვილმა.